среда, 11 ноября 2009 г.

სასკოლო კონფერენცია

კონფერენციის მიზანია ისტ-ის აქტიური ინტეგრირება სასწავლო პროცესში და შესაბამისად პედაგოგების ისტ- კომპეტენციების და უნარების გაღრმავება, პროფესიული ზრდა და სკოლის სასკოლო-საგნობრივი მასალების ელ-ბიბლიოთეკის შედგენა , რომლის გაზიარება იქნება შესაძლებელი პედაგოგებს შორის. შეიქმნას სკოლის პედაგოგების მუშაობის ამსახველი ვებ-გვერდი/ ბლოგი ანუ ელ- პორტფოლიო, რომელიც შემდეგ მიებმება სკოლის ვებ-გვერდს. კონფერენციის ბოლოს გამოვლინდება I-II-III ადგილის მფლობელი გაკვეთილები და მათი ავტორი პედაგოგები.

კონფერენციის შედეგები. კონფერენციის წარმატებით ჩატარებისას პედაგოგები კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ ისტ-ის გამოყენების ეფექტურობას და პრაქტიკულობას. გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლის ინტერესი. შეიქმნება სასწავლო მასალების სასკოლო ელ- ბიბლიოთეკა, რომელიც სკოლის პედაგოგების მიერ იქნება შექმნილი და კათედრების მიხედვით დახარისხებული. გაკვეთლების გეგმები განთავსდება საგანმანათლებლო საცავში www.lemill.net და შეიქმნება ჩატარებული გაკვეთილების ელ-გვერდები/ ბლოგები, რომლებიც შემდეგ მიებმება მასწავლებლის ელ-პორტფოლიოს.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

პირველი ეტაპი

პედაგოგმა უნდა წარმოადგინოს საგაკვეთილო გეგმა შესაბამისი ისტ-ინსტრუმენტებით გამდიდრებული და ეროვნულ სასწავლო გეგმაში ისტ-ის სტანდარტების გათვალისწინებით .

ა) საგაკვეთილო გეგმების წარმოდგენა შესაბამისი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით (დიაგრამები, ცხრილები, პრეზენტაცია, აუდიო, ვიდეო მასალები). საგაკვეთილო გეგმის განთავსება საგანმანათლებლო საცავში www.lemill.net.

გეგმები წარდგენის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი (გეგმების ამობეჭდილი ვერსიები წარმოადგინონ სასწავლო ნაწილებთან , ხოლო ელ-ვერსია ლემილზე განთავსებული საინფორმაციო მენეჯერთან. )

შენიშვნა: გეგმა , რომელიც არ არის გამდიდრებული ისტ-ით არ მიიღება.

ბ) გეგმები განიხილება წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით , რომელსაც წინასწარ გაეცნობიან პედაგოგები .

მეორე ეტაპი

პედაგოგმა უნდა ჩაატაროს მეორე ეტაპზე გასული საგაკვეთილო გეგმის მიხედვით ღია გაკვეთილი ისტ სასწავლო მასალის გამოყენებით